კახეთში ათ საკარანტინე ლოკაციაზე 473 მოქალაქეა
ამ დროისთვის კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ არის რეგისტრირებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 34 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე 473 მოქალაქეა.


აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ გაგზავნილი 192 ნიმუშიდან, 105 ტესტის შედეგი ნეგატიურია. დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google