კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია
13 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში 79 ნიმუში. 61 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია. კოვიდ 19 არცერთ პირს არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.


ამ დროისთვის კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

თვითიზოლაციაში იმყოფება 33 მოქალაქე. მეთვალყურეობიდან მოიხსნა - 4. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 440 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google