კორონავირუსი საქართველოში კიდევ 24-მა პაციენტმა დაამარცხა
ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთელების - 24.

ჯამში, მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით შექმნილი ვებგვერდის stop.cov.ge -ს ცნობით, კორონავირუსის 702 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 456 პაციენტი.
გარდაცვლილია - 12; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3914 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 340.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google