google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
google.com-ის მთავარ გვერდზე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაა განთავსებული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს google ამ ფორმით ულოცავს.

ფოტოზე დაწკაპებით მომხმარებელი გადადის ინფორმაციაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეხება.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.


| Print |
FaceBook Twitter Google