საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს დედოფლისწყაროში კორონავირუსი დაუდასტურდა
გუშინ დედოფლისწყაროში ტრაილერის 4 მძღოლს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა, მათგან ერთის პასუხი დადებითია. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„საერთაშორისო გადაზიდვების, ე.წ. "ტრაილერის" მძღოლს, ახალი რეგულაციის შესაბამისად, გუშინ, 3 სხვა მძღოლთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩაუტარდა ტესტირება, მათ აუღეს ნიმუშები კოვიდზე PCR ტესტირებისათვის. ერთი ტესტის პასუხი პოზიტიურია. მოქალაქე გადაყვანილია ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. მიმდინარეობს ეპიდკვლევა.“

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ყველა მოძიებულ კონტაქტს უკვე აუღეს ნიმუშები, რომელიც გაიგზავნა ტესტირებისათვის. დაზუსტებული ინფორმაცია ხვალ დილით იქნება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google