იორმუღანლოს ბაზარი ხვალ გაიხსნება
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს თემში არსებული ბაზრის მესაკუთრე, ამბობს, ვაჭრობა ხვალ, 5 ივნისიდან განახლდება. თუმცა, პირველ ეტაპზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

„ბაზარი ხვალიდან იხსნება, მაგრამ პირველ ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ ბოსტნეული, ხილი, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები. არ მოხდება ხორცის, ცოცხალი ფრინველისა თუ საქონლის და რძის პროდუქტების გაყიდვა.“ - გვითხრა, მუბარიზ მამედოვმა.

მისივე თქმით, აუცილებელია პირბადის ტარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები ბაზრის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბაზრები აპრილის დასაწყისში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დაიხურა. ამ დრომდე არ ფუნქციონირებს გურჯაანის აგრარული ბაზარიც, რომელის გახსნაც 6 ივნისისთვისაა დაანონსებული.
| Print |
FaceBook Twitter Google