საგანგებო მდგომარეობის დროს 8737 პირი დაჯარიმდა
საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში სულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კერძოდ გამოვლინდა:

- თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი:
საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;

- მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა:
დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;

- მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება:
დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;

- 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის
გამოუყენებლობა:

დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;

- კომენდანტის საათის დარღვევა:
დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება:
დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;

- იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი:
დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;

- ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი:
დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე). 

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევდა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 15 000 ლარით.
| Print |
FaceBook Twitter Google