კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია
4 ივნისს კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 116 ნიმუშის პასუხები ნეგატიურია.
რეგიონის მასთაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 8 მოქალაქე. 7 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 5 ლოკაციაზე 176 მოქალაქეა განთავსებული.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4396 ნიმუში, აქედან 1363 მედპერსონალია, 1654 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი კი - 28.

| Print |
FaceBook Twitter Google