კახეთში აღებული 185 ტესტის პასუხი ნეგატიურია
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. 5 ივნისს აღებული და დეა ლუგარის ცეტრში გაგზავნილი 185 ნიმუშიდან ყველა ნეგატიურია. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 3 მოქალაქე. 5 მოქალაქე კი მოიხსნა.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 5 ლოკაციაზე იმყოფება 176 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4581 ნიმუში, აქედან 1450 მედპერსონალია, 1724 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 33.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ტესტი /