ფიქრია ყუშიტაშვილი თელავის მერის მოადგილედ დაინიშნა
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ფიქრია ყუშიტაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე კულტურის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა.

-"უფლებამოსილებას ორშაბათიდან შევუდექი. კურატორობას გავუწევ სპორტს, განათლებას, ახალგაზრდულ საქმეებს, კულტურას, ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას. ეს პოზიცია, სადაც ახლა დავინიშნე, ერთ წელზე მეტი ვაკანტური იყო,"- განუცხადა speqtri.ge-ს ყუშიტაშვილმა. 


| Print |
FaceBook Twitter Google