პირველი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაიზრდება
საქართველოში 70 წელს გადაცილებულ პირებს პენსია პირველი ივლისიდან 70 ლარით გაეზრდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
"ანტიკრიზისული გეგმა საკმაოდ სერიოზული ნაშრომია. ჩვენ ამ ბიუჯეტით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის გეგმა, რომელიც წლის დასაწყისიდან გვქონდა გამოცხადებული. ამ მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ, პირველი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და საერთო ჯამში, ის 250 ლარს მიაღწევს.

გარდა ამისა, მაღალ სოფლებში მცხოვრები პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ის დაზღვევის მექანიზმები, რომელიც პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია ეტაპობრივად გაიზარდოს. ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზემოთ ადამიანებისათვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან.

ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი ქვედა ჩამკეტები, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ზრდისა თუ ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, თითოეული პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად ეს ეხებათ 70 წლამდე ადამიანებს, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერები კი, 25 ლარს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 


| Print |
FaceBook Twitter Google