ირაკლი ქადაგიშვილმა წიწკანაანთსერში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანსერში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რეგიონში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების როგორც რემონტი, ასევე მშენებლობა.

„რეგფონდების საშუალებით, მუნიციპალიტეტების 7 ბაღს უტარება კაპიტალური შეკეთება და მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით 5 ახალი ბაღი შენდება. ეს მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია, რადგან გარდა იმისა, რომ აღსაზრდელები გარკვეულ ცოდნას იძენენ, ამას აქვს სოციალური მნიშვნელობა ბევრი ოჯახისთვის, რადგან არის სამჯერადი კვება და ბავშვები დაცულ, უსაფრთო გარემოში იზრდებიან.“

მერის, როსტომ სესიაშვილის თქმით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მიმდინარეობს.

„წიწკანაანსერში მიმდინარე სამუშაოებზე 271 ათასი ლარი იხარჯება, ხოლო ალმატში - 224 ათასი ლარი. პროექტები ხორციელდება რეგფონდიდან მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით. “

როსტომ სესიაშვილის თქმით, თითოეულ სოფელში ბაღები, დაახლოებით 70 ბავშვზეა გათვლილი.
| Print |
FaceBook Twitter Google