კორონავირუსით საქართველოში მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა. 66 წლის კაცი ე.წ. „ეროვნული ბანკის“ კლასტერს წამოადგენს და ბანკის საცავში მუშაობდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორთვენახევრის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის პრობლემები ჰქონდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 851-ია, მათგან გამოჯანმრთელდა 702 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252.
| Print |
FaceBook Twitter Google