საგარეჯოში ინფიცირებული მამაკაცის 4 კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
საგარეჯოში კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 4 ადამიანის კვლევის შედეგები ნეგატიური აღმოჩნდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეპიდემიოლოგებმა გამოავლინეს საგარეჯოში კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 18 ადამიანი, საიდანაც 4 მათგანს ჩაუტარდა ტესტირება და არც ერთს არ დაუდასტურდა. დანარჩენი 14 ადამიანი დარჩება კარანტინში, სანამ ორი კვირა, ანუ დაავადების საინკუბაციო პერიოდი არ გაივლის. ყველა მათგანს აუცილებლად ჩაუტარდება ტესტირება", - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კახეთიდან ლუგარის ცენტრში კიდევ 84 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა და მათი პასუხებიც ნეგატიური აღმოჩნდა.


| Print |
FaceBook Twitter Google