ჰაერის ხარისხის კვლევა საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდება
წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრამეტე ეტაპს იწყებს. კვლევის ფარგლებში, საქართველოს 25 ქალაქში განისაზღვრება ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა.

„აღებული სინჯები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება. შედეგების შეფასება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად ხორციელდება, ხოლო მიღებული შედეგები, უახლოეს მომავალში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge გამოქვეყნდება.“ - განმარტავენ სააგენტოში.


გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ინდიკატორულ გაზომვებს 2015 წლიდან ახორციელებს.


| Print |
FaceBook Twitter Google