speqtri.ge დაინტერესდა, კახეთის რომელი ქალაქები ჩაერთვება ჰაერის
მონიტრინგის პროცესში. როგორც გარემოს დაბინძურების მონიტორინგის
დეპარტამენტში გვითხრეს, რეგიონიდან 2 ქალაქია შერჩეული.
„სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით ატარებს ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ
25 ქალაქში: სიღნაღი, თელავი, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი,
ზესტაფონი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, ფოთი, სამტრედია, ხაშური,
სენაკი, ოზურგეთი, კასპი, მცხეთა, ჭიათურა, ლანჩხუთი, საჩხერე,
ტყიბული, ლენტეხი, მარნეული, ბოლნისი და ყაზბეგი.“
წელს, სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების
მეცხრამეტე ეტაპს იწყებს. კვლევის შედეგები
პორტალზე air.gov.ge გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები