ჰაერის მონიტორინგი კახეთის ქალაქებშიც ჩატარდება
speqtri.ge დაინტერესდა, კახეთის რომელი ქალაქები ჩაერთვება ჰაერის მონიტრინგის პროცესში. როგორც გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში გვითხრეს, რეგიონიდან 2 ქალაქია შერჩეული.


„სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით ატარებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ 25 ქალაქში: სიღნაღი, თელავი, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზესტაფონი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, ფოთი, სამტრედია, ხაშური, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, მცხეთა, ჭიათურა, ლანჩხუთი, საჩხერე, ტყიბული, ლენტეხი, მარნეული, ბოლნისი და ყაზბეგი.“

წელს, სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრამეტე ეტაპს იწყებს. კვლევის შედეგები პორტალზე air.gov.ge გამოქვეყნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google