საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში კოვიდ-19-ის სულ 893 შემთხვევაა აღირცხული.

8-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. დღეისათვის კლინიკა უკვე დატოვა 739-მა პაციენტმა. გარდაცვლილია - 14;

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 267 პირი.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.


| Print |
FaceBook Twitter Google