წყალი არ არის და ტალახში ხომ არ იგორავებენ? - "ილიას ტბის" დირექტორი
"ილიას ტბაზე" სეზონი უკვე გახსნილია, თუმცა  ბანაობას მოსახლეობა სავარაუდოდ ამ ზაფხულს ვერ შეძლებს. ამის შესახებ speqtri.ge-ს "ილიას ტბის" დირექტორმა მამუკა ნათელაძემ განუცხადა.
ნათელაძე ჩვენთან იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც ამ დროისთვის წყალი ტბაში თითქმის დამშრალია.

-"ერთი კვირაა ტბაში წყალი შეშვებულია, მაგრამ ავსებას თვეზე მეტი დასჭირდება. ამ ზაფხულს ბოლომდე ვერც აივსება. დოლოჭოპის ბაზილიკის გათხრები ვინც აწარმოა, ვინმე ბახტაძემ,  მელიორაციას პრობლემები შეუქმნა. ქვეყანა შეყარა, წყალი ტაძარს ტბორავსო. მელიორაციამ ახლა სხვა არხი გაჭრა 800 მეტრიანი. ეს ტყუილია, არაფერ საფრთხეს არ უქმნიდა ტაძარს. 90-იანი წლების მერე მასე იყო მოწყობილი წყლის სისტემა, როგორც ახლა. დამსვენებლებს ვიღებთ უკვე, მაგრამ ბანაობის სეზონი კაი ხანი ვერ გაიხსნება, წყალი არ არის და ტალახში ხომ არ იგორავებენ?,"- აღნიშნა ნათელაძემ. 

მისივე ინფორმაციით, ილიას ტბაზე გადასახედები უნდა მოეწყოს,  რაზეც ტენდერი  გამოცხადებულია, უკვე გაკეთდა საქანელები და შეღებეს სკამები, მალე ფუნქციონირებას განაახლებს ტბაზე მდებარე ბავშვებისთვის განკუთვნილი აუზიც.


| Print |
FaceBook Twitter Google