სოფელ პატარძეულში მარიტას სახელობის ბროწეულის ბაღს აშენებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მარიტას სახელობის ბროწეულის ბაღი შენდება. მოსახლეობა ბაღს თავისი ფინანსებით აკეთებს.
იმ ადგილას, რომელიც გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს ეკუთვნის, ბროწეულის ნერგები უკვე დარგეს, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

2018 წელს, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ, მამა პეტრე კოლხმა გამოთქვა სურვილი, რომ  მსახიობის გმირის – მარიტას სახელის უკვდავსაყოფად მარიტას ბაღი გაშენებულიყო, სადაც მხოლოდ ბროწეულები დაირგვებოდა.

ეს ადგილი კი სიმბოლურას, სოფელ პატარძეულში “ნატვრის ხის” ავტორის – გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ იქნებოდა. 


| Print |
FaceBook Twitter Google