კახეთში 130 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
19 ივნისს კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 130 ნიმუში გაიგზავნა,  ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი  ნეგატიურია.
ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე, რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე  116 მოქალაქეა  განთავსებული.

15 ივნისიდან მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ უკვე კარგად ცნობილ რისკ-ჯგუფებს ( კარანტინის ბენეფიციარები, კარანტინის პერსონალი, შშმ პირები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლები, საბაჟოს თანამშრომლები, კოვიდ, ცხელების და სხვა სტაციონარების მედპერსონალი, ტუბპაციენტები,), დაემატა: ფსიქიატრიული და ტუბდაწესებულებების პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, მათ შორის სოფლის ექიმები და ექთნები, პენიტენციური სამსახურის და შსს თანამშრომლები, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები. კოვიდ და ცხელების ცენტრების კონტიგენტის გარდა, ვისაც ტესტირება უტარდება 7 დღეში ერთხელ, დანარჩენ კონტიგენტს ტესტირება უტარდება 14 დღის პერიოდულობით.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 5333 ნიმუში, აქედან 1814 მედპერსონალია, 1867 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 244, ტრაილერის მძღოლი 33.

| Print |
FaceBook Twitter Google