ყარაჯალაში მცხოვრები ინფიცირებული ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მკვიდრის 63 წლის დაინფიცირებული ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები გუშინ გააგზავნეს და  პასუხი დღეს გახდა ცნობილი. კაცი, რომლის ტესტმა covid-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა , ამ დრომდე თელავის ერთ- ერთ საკარანტინო ზონაში იმყოფება. მას რამდენიმე საათში თბილისის გადაიყვანენ. მისი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელია.

ქალის დაინციფირების წყარო უცნობია, თუმცა სპეციალისტებმა კონტაქტები უკვე გამოიკვლიეს, რომლის რიცხვი სამს არ აღემატება და მხოლოდ ოჯახის წევრებსმოიცავს.

ცნობისთვის,  63 წლის ქალი "დიდუბის" მეტროს მიმდებარედ ვაჭრობდა, ის სოფელ ყარაჯალაში თბილისიდან ჩავიდა.


| Print |
FaceBook Twitter Google