კახეთს ევროკავშირის ელჩი ესტუმრება
25-26 ივნისს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, კახეთს ესტუმრება და ევროკავშირის მხარდაჭეით განხორციელებულ პროექტებს გაეცნობა.

ვიზიტის ფარგლებში ის ეწვევა თელავს, შილდას, იყალთოს, ყვარელსა და ლაგოდეხს, სადაც მოინახულებს:
- ენერგოეფექტურობის ორ პროექტს, რომლებმაც თელავსა და შილდაში ჩატარებული სამუშაოებისთვის მოიპოვეს საერთაშორისო ჯილდო
- სმენისა და მეტყველების სახლს თელავში, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება,
- ყვარლის ორ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, რომლებმაც ბიზნესის საწარმოებლად დახმარება მიიღეს
- სოფლის მეურნეობის პროექტებს სოფელ თამარიანში, რომლებიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ნერგავენ
- ასევე ტყეების კონსერვაციის ინიციატივას ლაგოდეხში;

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ საქართელოსადმი გაწეული დახმარება 350 მლნ ლარს აღმატება. მათი მხარდაჭერით განხორციელდა 160-ზე მეტი პროექტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური და კერძო სექტორის დახმარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, საჯარო მმართველობა, მართლმსაჯულება, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და კულტურა.

| Print |
FaceBook Twitter Google