ფერმერებს "საქართველოს მელიორაციის" მიმართ არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ
საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც 2020
წლამდე წარმოიქმნა, ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ - ამის შესახებ
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე
განაცხადეს.
ამასთან ერთად, 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან
გათავისუფლდება ყველა ის წყალმომხმარებელი, ვინც სარგებლობს
ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე,
რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს.
საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რეგიონში
სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და ადგილზე არსებულ გამოწვევებთან
დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს სამელიორაციო სისტემებზე - მაგისტრალურ და
გამანაწილებელ არხებზე უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი
სარეაბილიტაციო პროექტები.
მასალის გამოყენების პირობები