496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო ბინას გადასცემს - პრემიერი
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ბინას გადასცემს ან არსებულს დაუკანონებს.

„ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის. წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები რამდენიმე კიდევ გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს ქვეყნის მასშტაბით,”- განაცხადა გახარიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google