საქართველოში ყირიმ–კონგოს 10 შემთხვევა გამოვლინდა
წელს საქართველოში ყირიმ–კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი ინფიცირებული თბილისის ინფექციური საავადმყოფოშია მოთავსებული, - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ, მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა აღნიშნული დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც დატოვებენ კლინიკას. ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში დღევანდლამდე ყირიმკონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა. შემდეგ ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ყირიმ-კონგო /