აბიტურიენტს გამოცდაზე პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

„ აბიტურიენტი აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე. მერხთან იქნება დეზობარიერი, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა მიეცემა, პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება. რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტეპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით შეძლებისდაგვარად ჩვენს აბიტურიენტებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და ეფექტურად ჩააბარონ ეს გამოცდები”, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6-25 ივლისს ჩატარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google