სოფელ კასრისწყალში ქვეწარმავლები მომრავლდნენ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის მოსახლეობა ქვეწარმავლების სიმრავლეზე საუბრობს. ამბობენ, რომ მათ სადარბაზოებში და საცხოვრებელი სახლის ოთახებშიც პოულობენ.
ორი დღის წინ შხამიანი გველი სოფლის საჯარო სკოლის ფოიეში პედაგოგებმა შენიშნეს. სკოლის დირექტორის მერაბ ბუღრიძის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში სკოლის შენობაში ქვეწარმავალის გამოჩენის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

"პედაგოგებმა შენიშენეს პირველ სართულზე შემოსასვლელში და ყვირილი ატეხეს, სხვა დროს თუ ქვეწარმავალი გაცლას ცდილობდა, ამ ბოლო შემთხვევისას ის აგრესიული იყო და ჩვენი ერთი პედაგოგი დაკბენას გადაურჩა. მერე რაღაცნაირად ფიწლებით, თოხით ჯოხებით მოვიგერიეთ და მოვკალით"- ამბობს სკოლის დირექტორი.

სოფელ კასრისწყალში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ქვეწარმავლისგან ადამიანის დაგესვლის შემთხვევაში, მისი სიცოცხლის გადარჩენა რისკის ქვეშ დგას, რადგან სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლა ამორტიზებული გზის გამო გვიანდება და ასეთ დროს საკუთარი ძალით ცდილობენ დაგესლილის გადაყვანას.


| Print |
FaceBook Twitter Google