თელავის საგამოცდო ცენტრში ცხრა აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები კახეთის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის თელავის მერვე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. გამოცდების ერივნული ცენტრის ინფორმაციით, კახეთში,პირველ სესიაზე რეგისტრირებული 233 აბიტურიენტიდან 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. რეკომენდაციების მიუხედავად,  საგამოცდო ცენტრთან ბევრმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი.                                                                  ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google