დაველოდოთ გამოძიების შედეგებს - არჩილ თხლაშიძის კომენტარი საკრებულოს დაკავებულ წევრზე
მიხეილ გრემელაშვილი საკმაოდ აქტიური დეპუტატი გახლავთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას - ამის შესახებ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. თხლაშიძის თქმით, გრემელაშვილის მხრიდან ოჯახის წევრებზე შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

,,მე არ მქონდა ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებზე ძალადობის შესახებ. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, იმ შემთვევაში თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მას კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. საკრებულო კი ცნობის სახით მიიღებს გადაწყვეტილებას. მას სამსახურიდან ჩვენ ვერ გავუშვებთ, ვინაიდან იკავებს ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსის,, თავმჯდომარის მოადგილის პოსტს და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ფრაქციას შეუძლია."- განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.

ცნობისათვის, თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი 19 წლის შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გრემელაშვილი თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.
სამართალდამცველებმა დეპუტატის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.


| Print |
FaceBook Twitter Google