თელავის საკრებულოს დეპუტატის დაკავებას "პატრიოტთა ალიანსი" ეხმაურება
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მიხეილ გრემელაშვილის  დაკავების საქმეს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ ეხმაურება.
„აღსანიშნავია, რომ მიხეილ გრემელაშვილი თელავის საკრებულოში ,,ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, და ის არის სოფელ შალაურის მაჟორიტარი დეპუტატი. მოგვიანებით კი პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრებთან ერთად დააფუძნა ფრაქცია „თელავის პატრიოტთა ალიანსი“.
ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, საჭიროდ მივიჩნევთ შეფასებაში ვიყოთ ობიექტურები და პროცესის მიმართ ადექვატურები.
ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა , მით უფრო, როცა საკითხი ოჯახს და მოზარდებს ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მისი ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილების მიმართ. გრემელაშვილის დაპატიმრება ვერ შეცვლის მისი ოჯახის დღევანდელ მდგომარეობას. დეპუტატმა გრემელაშვილმა დაუშავა როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ასევე დაუშავა თავის თავს.
სჯობია ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ იმაზე როგორ დავეხმაროთ ოჯახს.
მომხდარს სამართლებრივი სახე უკვე მიეცა და იმედი გვაქვს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“,- ნათქვამია თელავის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.                                      ცნობისთვის,მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე განხირციელებული ძალადობის გამო დააკავეს.
| Print |
FaceBook Twitter Google