აფენის თემში გზების რეაბილიტაციას 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.                                            პროექტი ითვალისწინებს სოფელ აფენში,ზემო და ქვემო ნაშოვარში გზის რეაბილიტაციას,ეზოებში შესასვლელების,მიერთებების,წყალმრიდი მილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობას.

წინადადებების მიღება იწყება 12 ივლისს
17 ივლისს დასრულდება.

ტენდერი 9 108 386 ლარზეა გამოცხადებული.

| Print |
FaceBook Twitter Google