სტიქიის გამო გურჯაანის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება
წუხელ, გვიან ღამით, ძლიერმა ქარმა გურჯაანში, მდინარე ალაზნის მიმდებარედ წყლის სატუმბ სადგურთან ელექტროგადამყვანი ხაზი დააზიანა, რის გამოც დღეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.

როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის ფილიალის უფროსმა ჯონი ოსიაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხაზის აღდგენა.

„ქარბორბალა იყო სადგურთან ახლოს და მაღალი ძაბვის ხაზი გაწყვიტა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დაახლოებით ერთ საათში დასრულდება. რაც შეეხება წყლის მიწოდებას, საღამოს აღდგება.“

speqtri.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენლები.
| Print |
FaceBook Twitter Google