ჩუმლაყში კორონავირუსზე ტესტირება კიდევ 400 ადამიანს ჩაუტარდა
პრევენციის მიზნით, სოფელ ჩუმლაყში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ტესტირება კიდევ 400-მდე პირს ჩაუტარდა.

„ორ სამაცივრე მეურნეობაში დღეს 400- მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. პროცესი დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. პასუხი სავარაუდოდ 24 საათის განმავლობაში გვეცოდინება. პიროვნებას, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამაცივრე მეურნეობა ჰქონდა ნაქირავები და ხალხიც ჰყავდა დაქირავებული. მან 29-ში გადმოკვეთა საზღვარი და 7-ში განმეორებით ტესტირებაში აღმოაჩნდა კორონავირუსი.“

აქვე შეგახსენებთ, რომ ცნობილია იმ 20 პიროვნების ტესტირების პასუხი, რომელიც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა. კორონავირუსი არცერერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კორონა / ჩუმლაყი /