სოფელ მატანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო თანხა 1 მილიონ 700 731 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღების ვადა 26 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 495 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს (არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა)


| Print |
FaceBook Twitter Google