გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება
ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა "ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება.

კანონპროექტის მიხედვით, იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც 2კგ.მდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის.


| Print |
FaceBook Twitter Google