თელავში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 37 წლის კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთერთშელაპარაკება უძღვოდა.
დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

,, მამაკაცი ჩვენთან შემოიყვანეს ცოტა ხნის წინ. აქვს ზედაპირული ჭრილობები კისრის მიდამოში, პირველადი დახმარება უკვე გაეწია, დამუშავდა ჭრილობები. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის," - აღნიშნა თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google