გურჯაანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეთანხმება შედგა
დღეს „გლეხურ ბაზარში“ არსებული ჯიხურებისა და მაღაზიის მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა ადგილზე მისულმა გურჯაანის პოლიციის და კახეთის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მდგომარეობა განმუხტეს. მოლაპარაკების შემდეგ კი, აქციის მონაილეები მშვიდობიანდ დაიშალნენ.

როგორც ჩვენთან საუბარში ერ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, ლია ქართველიშვილმა განმარტა, თავიანთი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
„დღეს ვგეგმავდით საპროტესტო აქციას, რადგან სიმართლეს ვერ მივაღწიეთ და ბაზრის მეპატრონეები გზას გვიხერგავენ. ამჟამად მიმდინარეობს დემონტაჟი და არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული.
ჩვენ ვითხოვთ სამართალს. მოვიდა პოლიცია და გვითხრა, რომ არ გვინდა აქცია და შიგნითვე მოვაგვაროთ ეს საქმეო. დავთანხმდით და დაველოდებით რას გააკეთებენ. რაც შეეხება დემონტაჟს, არჩილ ხანდამაშვილს არ ჰქონდა ნებართვის გაცმის უფლება, მაგრამ ზურგს უმაგრებს დავით სონღულაშვილი და იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. ჯიხურები დაანგრიეს ღამის პირველ საათზე, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ვითხოვთ, მათ პასუხისგებაში მიცემას და გზის გათავისუფლებას, რომ საქონელი შევიტანოთ. თუ ვერ მივაღწევთ სიმართლეს, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არაფერს მოვერიდებით.“
ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის თქმით, ყველაფერი კანონის ფარგლებში კეთდება და ამიტომ აქციის გამართვის საბაბი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ბაზარში ჯიხურების დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ, ღამის საათებში დაიწყეს, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

| Print |
FaceBook Twitter Google