დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება სავალდებულო იქნება
დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო ხდება.
პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ერთ-ერთია ხელშეკრულების დადება.

ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო ხდება. 

კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, წერილობითი ხელშეკრულების დადება აუცილებელია.


| Print |
FaceBook Twitter Google