6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აიკრძალება
6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აკრძალული იქნება. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
„შრომის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს.

დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

ცვლილებების თანახმად, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. 

| Print |
FaceBook Twitter Google