ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ - გახარია
„სოფლის მეურნეობა დინამიურად ვითარდება და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ გვიახლოვდება რთველი და ისევე როგორც თხილის სეზონი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოგეხსენებათ, წუხელ თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ამიტომ ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ," - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ კახეთში მომხდარ სტიქიას.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში სტიქიამ 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, ახმეტის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებს. დაისეტყვა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მიმდინარეობს აღწერა და ზარალის დათვლა.
| Print |
FaceBook Twitter Google