სოფელ დუისში მცხოვრები ქისტები და მატნელი ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პანკისის ხეობის  სოფელ დუისში მცხოვრებ ეროვნებით ქისტ და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მომხდარის გამო ამ წუთებში სოფელ მატანში 100-ზე მეტი ახალგაზრდაა შეკრებილი.

მატნის მცხოვრებლები პანკისელი ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.




| Print |
FaceBook Twitter Google