თელავში სასმელ წყალზე მრიცხველების დამონტაჟებას აპროტესტებენ
თელავში მცხოვრებთა ნაწილი სასმელ წყალზე მრიცხველების დამონტაჟებას ეწინააღმდეგება. მათი განცხადებით,  წყალი მხოლოდ ორი საათის განმავლობაში მიეწოდებათ, მრიცხველები კი გადასახადს გაუძვირებთ.
-"წყალი მხოლოდ 2 საათით მოდის,  რეზერვუარებში ვაგროვებთ, თორემ,  ალბათ პირსაც ვერ დავიბანდით. ამ ორსაათიან მოაწოდებაში გვიპირებენ გადასახადის 10- 15 ლარამდე გაძვირებას. რასაც ახლა ვიხდით, მოწოდების შესაბამისია. თან, რა წყალს გავწვდიან, ყველანაირად უხარისხოს. ნება იბოძონ, მოგვცენ 24 საათიანი მომარაგება და დაამონტაჟონ მრიცხველი,"-  განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ცირა კაციაშვილმა.

კახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი ამბობენ, რომ მრიცხველის გარეშე, სასმელი წყლის მიწოდება ვერ გაუმჯობესდება. კომპანიის ხლმძღვანელის, ჯონი ოსიაშვილის თქმით, თელავში ამ დროისთვის 4000 აბონენტია გამრიცხველიანებული.

თელავის მოსახლეობა წყლის გადასახადს ამ დრომდე  სულადობის მიხედვით იხდის. მოხმარებული წყლის საფასური ერთ სულზე, 1 ლარი და 20 თეთრს შეადგენს.



| Print |
FaceBook Twitter Google