რა გახდა პანკისელი და მატნელი ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი
პანკისელებსა და მატნელებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ავტომობილით მაღალი სიჩქარით გადაადგილება გახდა.

“პანკისის ხეობის მიმართულებით სოფელ მატნის ახალგაზრდები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შინაური ფრინველი გაიტანეს. მათ მალევე მანქანა გააჩერეს იმ მიზნით, რომ მეპატრონესთვის ზიანი აენაზღაურებინათ. სწორედ ამ დროს ქისტმა ახალგაზრდებმა აგრესია გამოხატეს და თქვეს, რომ ავტომობილით სწრაფად სიარული დაუშვებელია, რადგან შესაძლოა, შინაური ფრინველის ნაცვლად მცირეწლივანი ბავშვი ყოფილიყო.“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელ მატნში მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა და საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა. მატნელები ქისტი ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
| Print |
FaceBook Twitter Google