მატნელებისა და დუისელების დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. სოფელ დუისისა და მატანის მცხოვრებლები ერთ საათში შერიგების პროცესს დაიწყებენ.
ადგილობრივების განცხადებით,  დაპირისპირების დროს ნაცემია ორი პირი, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, რომელიც ინციდენტის მონაწილე არ არის.

რაც შეეხება მეორე ნაცემ ახალგაზრდას, ის, ტვინის შერყევის დიაგნოზით, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

სოფელ დიუსში, ადგილობრივი ქისტები ამბობენ, რომ პროცესი შერიგებით უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, დაპირისპირება დუისელ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, ავტომანქანით მაღალი სიჩქარით გადაადგილებას მოჰყვა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში ახალგაზრდებმა, პანკისის ხეობაში ქათამი გაიტანეს.



| Print |
FaceBook Twitter Google