თუშეთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვის ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ41 მონაკვეთზე  ხევები ადიდდა, და  ღვარცოფია მოსალოდნელი.
ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  გზის გახსნამეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული.


| Print |
FaceBook Twitter Google