დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული ერთ-ერთი მოზარდი პოლიციამ ლილოში იპოვა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯიდან გაუჩინარებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი პოლიციამ ლილოში იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ბიჭების კვალი სოფელ ხორნაბუჯიდან გაქრა. ისინი თბილისში, ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google