ყაზახეთში შალაურელი მამაკაცი მოკლეს
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე  42 წლის ლევან გრემელაშვილი მოკლეს. ის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდანაა.
გრემელაშვილი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული და საქართველოდან რამდენიმე თვის წინ წავიდა. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

უცნობია, ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 42 წლის კაცი.  წინასწარი ინფორმაციით, გრემელაშვილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხებზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.



| Print |
FaceBook Twitter Google