საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1168
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 6596 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები