მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 54 ადამიანია დაკარგული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, საიდანაც 34 პოლიციამ იპოვა, 20 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
უწყების ცნობითვე, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგულ 54 ადამიანს შორის 18 წლამდე ასაკის 13 პირი იყო. აღნიშნული 13 არასრულწლოვნიდან 10 ნაპოვნია და 3-ის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

ამ პერიოდის განმავლობაში 18-დან 24 წლამდე ასაკის 5 ადამიანი დაიკარგა, მათგან 2 ცოცხალი იპოვეს, ორი გარდაცვლილი, არ უპოვიათ ერთი ადამიანი.

54 დაკარგულიდან 46-დან 60 წლამდე ასაკის 12 ადამიანი იყო, 5 იპოვეს, მათგან 2 გარდაცვლილი იყო.


შსს-ს ინფორმაციით,  დაკარგულ პირთა 51% საქართველოს მოქალაქეა.


| Print |
FaceBook Twitter Google